ნჯკკჯკლლ;კ

ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები

Saturday, January 14, 2023

ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარიში

 

ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარისი

წარმოგიდგენთ  2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიშს.

   2022-2023 სასწავლო წელს ვასწავლი ბიოლოგიას და ბუნებისმეტყველებას  VII -XI კლასის ჩათვლით.  არჩევით საგანს, სამედიცინო ბიოლოგიას მე- XII კლასში

   პირველი სემესტრის განმავლობაში ჩემს მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა საგნის სწავლების გაუმჯობესების მიზნით. ვცდილობდი გაკვეთილები საინტერესოდ დამეგეგმა და  გამომეყენებინა სხვადასხვა სასწავლო მეთოდი.   ჩემს მიერ ჩატარებული ყველა გაკვეთილი მოსწავლეებისთვის არა სანახაობრივ, არამედ საინტერესო პროცესს წარმოადგენდა. კარგად მაქვს გააზრებული დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულების ვალდებულება და ვცდილობ ყველა გაკვეთილი გავხადო მოსწავლისთვის საინტერესო.

  მოსწავლეებს ხშირად ვაძლევდი საშუალებას  მოეწოდებინათ  ჩემთვის საინტერესო წინადადებები, თუ რას ფიქრობენ ისინი გაკვეთილის შესახებ, რა იყო მათთვის საინტერესო და რის შესახებ ისურვებდნენ მეტის გაგებას. ამ გზით ვცდილობდი გაკვეთილები ისე დამეგეგმა, რომ მათ ინტრერსსა და საჭიროებაზე ყოფილიყო მორგებული, მოსწავლეებში კი  გამეღვიძებინა კრიტიკის იმპულსები, რათა გაეაზრებინათ, რომ მასწავლებელი კი არა, მოსწავლეები არიან გაკვეთილზე მთავარი.

   პროგრამული მასალის გავლის კუთხით ჩამორჩენა არ მაქვს. ესგ-ის მიხედვით  დაგეგმილი ორ-ორი ტესტური შემაჯამებელი წერა ყველა კლასში განვახორციელე .

გაკვეთილზე სახელმძღვანელოს  გარდა, ვიყენებდი სხვადასხავ ონლაინ და მატერიალურ  სასწავლო რესურსებს.

რაც შეეხება ბიოლოგიაში კომპლექსური დავალებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას ასეთია:

   მეშვიდე კლასში უკვე დავასრულე მიკროორგანიზმების თემაზე (კომპ დავა)  სათაურით „ბუნების დიდი მესაფლავეები.“

მეცხრე კლასში ვმუშაობთ და უნდა შექმნან  ბუკლეტი  თემაზე „ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მნიშვნელობა ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში,“რომელსაც მეორე სემესტრში დავასრულებთ

 

 მეათეათე კლასშიც დავასრულე თემაზე უჯრედის აგებულება, კომპლექ დავალების დასახელება „ანალოგია უჯრედისა და ქალაქის სტრუქტურებს შორის.“ 

რაც შეეხება  მერვე  კლასს ორი  კომპლექსური მაქვს  დაგეგმილი და ორივეს განხორციელებას მეორე სემესტრში ვგეგმავ.

საჭიროების შემთხვევაში შემიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტაცია.

   დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მასწავლებელს, მიმაჩნია, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ მიჭირს და არც სხვებს ჰქონიათ ჩემთან, როგორც  მასწავლებელთან კომუნიკაციის პრობლემა და რაც მცოდნია და მისწავლია, ძალიან გულწრფელად და ღიად გამიზიარებია სხვებისთვის. ამ ფაქტსაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რადგან კოლეგიალური თანამშრომლობა ჯანსაღი სასკოლო გარემოს აუცილებელი პირობაა.

 

1.      ------------------------ / დარეჯან ანთაძე /

ავრანლოს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

                                                                                                                           29.12.2022 წ.

 

პროექტი "დედამიწა ჩვენი საერთო სახლია"

 2022წლის 22 აპრილს ავრანლოს საჯარო სკოლაში ჩავატარე პროექტი, სახელწოდებით "დედამიწა ჩვენი საერთო სახლია". პროექტის პრეზენტაციისთვის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები ფლიფჩარტის ქაღალდზე და პრეზენტაციები powerpoint-ში. პროექტის პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ და ემოციურად წარიმართა აუდიტორია განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო თამაშში "მითია თუ რეალობა" რაც ძირითადად ეხებოდა გარემოს დაცვით საკითხებს. პროექტმა დააინტერესა ახალგაზრდები და მათ გამოთქვეს სურვილი მსგავსი სხვა მრავალი პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაზე. გარდა ამისა პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დახვეწეს სიტყით გამოსვლის, აუდიტორიასთან მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარები. 






























Wednesday, June 20, 2018

სასწავლო პროექტი: ნაადრევი ქორწინება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

პროექტის დასახელება:  ნაადრევი ქორწინება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
კონსულტანტ-მასწავლებელი:  დარეჯან ანთაძე
მონაწილე მოსწავლეები: VIII კლასი (14 მოსწავლე)
შეხვედრების ხანგრძლივობა: 155 წთ
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება: 
ნაადრევი ქორწინება - „მარადმწვავეპრობლემა საქართველოში
ადრეული, იგივე ნაადრევი ქორწინება არის ორი ადამიანის არაოფიციალური ან ოფიციალური კავშირი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არის არასრულწლოვანი. საქართველოში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგასექსპერტთა და ფსიქოლოგთა აზრით, ნაადრევ ქორწინებას თან სდევს პრობლემათა ფართო სპექტრი. ისეთები, როგორებიცაა: ორსულობის გართულება, ძალადობის დიდი რისკი, განათლების შეწყვეტა და სხვა. სწორედ განათლების შეწყვეტაზე გაამახვილა ყურადღება სახალხო დამცველმა 2013 წლის ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია: ,,მიუხედავად არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციებისა, ხშირია სკოლების მიტოვების ფაქტები ადრეული ქორწინების მიზეზით. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიეულ ერთეულებში."
მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული აქტივობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ოსწავლეებისა  და მშობლების  ცნობიერების ამაღლებას, ადრეული ქორწინებით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.    ასევე ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში სქესობრივი  გზით გადამდები დაავადებები და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით ახალგაზრდების მეტი ინფორმირება.
მიზანი:  პროექტი მიზნად ისახავს იძულებითი და ნებაყოფილებითი ნაადრევი ქორწინების   გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების  შესახებ  ახალგაზრდა გოგონებისა და ვაჟებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მათი მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლებას.მსჯელობას  ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების, საფრთხეების და მავნე შედეგების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბარი წლების განმავლობაში  შეუძლებელი, ტაბუ დადებული იყო. ფიქრობდნენ, რომ  შიში და სიმკაცრე მოზარდებს ჩამოუყალიბებს მორალურად გაწონასწორებულ და თვითშეგნებულ თვისებებს. მაგრამ  აღვმოვჩნდით იმედ გაცრუებულნი, ამიტომ პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრონ ამ დაავადებების გამომწვევ რისკებსა თუ შედეგებზე
მოსალოდნელი შედეგი: პრეზენტაციის მოწყობა რომელზეც მოწვეული იქნებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.პრეზენტაციაზე მოსწავლეები განიხილავენ ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ შედეგებს აღწერენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებების სიმპტომებს  და იმსჯელებენ ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობაზე დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,სკოლის ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, პროექტორი, ფლიფჩარტის ქაღალდები, მარკერები, და ფოტოაპარატი.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კვლ. VIII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზრვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
·         არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს
ბიოლ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ადამიანის გამრავლების სისტემის თავისებურებები და ჩანასახის განვითარების სტადიები.
ბიოლ.VIII.8.5. მოიპოვებს ინფორმაციას რეპროდუქციული  ჯანმრთელობის შესახებ. აკეთებს პრეზენტაციას.
ბიოლ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი  ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
ბიოლ.VIII.9.7.  აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას  ინფექციური დაავადებების  და მათი გავრცელების პრევენციის  საკითხში.


                                            პროექტის მსვლელობა:
 პირველი სამუშაო შხვედრა: მოსწავლეებისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება - მინი-ლექციით; ჯგუფების დაკომფლექტება და სამუშაოს განაწილება - ჯგუფები თანაბრად და შეთანხმებულად გაინაწილებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ  დავალებას . სკოლაში არსებული კომპიუტერებისა და ინტერნეტის გამოყენებიტ მოიძიონ ინფორმაცია და მოამზადონ პრეზენტაციები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი იქნება power point-სფორმატში. 
პირველი ჯგუფი:   ნაადრევი ქოეწინება მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
მეორე ჯგუფი  C-ჰეპატიტი
მესამე  ჯგუფი  „ შიდსი“
მეოთხე ჯგუფი: სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
მეორე სამუშაო შეხვედრა:  ჯგუფები ისევ ისეთი შემადგენლობით რჩებიან და მარკერებისა და ფლიჩარტის ქაღალდების გამოყენებით მათი თემის შესაბამისად ამზადებენ პლაკატებსა და  ჩანახატებს.
მესამე სამუშაო შეხვედრა: ჯგუფების მიერ თავიანთი ნამუშევრების ( მოძიებული ინფორმაციის და ნახატების ) პრეზენტაცია რომელზეც ესწრებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებიც სურვილის შემთხვევაში.
პროექტის შეფასება: შეფასება მოხდება ინდივიდუალურად შეფასების კითხვარის შევსებით, ჯგუფის წევრების ურთიერთშეფასების კითხვარის შევსებით, პრეზენტაციის უნარებზე დაკვირვებით და დისკუსიის შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
 

პროექტის შეფასების კითხვარი 
მოსწავლის სახელი,გვარი-----------------
1.როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა,ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე ახალი ისწავლე?

 ა) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე

ბ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი.

გ) მე არაფერი მისწავლია ახალი

2.ამ პროექტზე  მუშაობით  შენს  ჯგუფის  წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა?

ა) გახდა უკეთესი

ბ) დარჩა ისეთივე,როგორიც იყო

გ) ურთიერთობა გაუარესდა

3.შენთვის ნათელი იყო  შენი როლი ჯგუფის წინაშე?

ა) სრულიად ნათელი იყო

ბ) ნაკლებად ნათელი იყო

გ) სრულიად გაურკვეველი იყო

4.“მასწავლებელმა  მიჩვენა  გზა, როგორ  უნდა  მემუშავა პროექტზე“

ა) სრულიად ვეთანხმები

ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები

გ) არ ვეთანხმები

5.ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ

ა) ვეთანხმები

ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები

გ) არ ვეთანხმები



მოსწავლეთა თვიშეფასება

ჯგუფი:

წევრები:

1.რა მოლოდინებით დავიწყე პრეზენტაციაზე მუშაობა?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.რა მომეწონა ყველაზე მეტად?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4.რამდენად პასუხისმგებლობით ასრულებდა ჯგუფის თითოეული წევრი მასზე დაკისრებულ დავალებას?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5.რამდენად მივაღწიეთ  მიზანს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6.რა იყო „ჩვეულებრივი“ გაკვეთილისაგან განსხვავებული?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7.რას გავითვალისწინებ შემდეგ პრეზენტირებისას და ჯგუფურიმუშაობის პროცესში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2










სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ავრანლოს საჯარო სკოლის,
ბიოლოგიის მასწავლებლის დარეჯან ანთაძის პროექტის რეფლექსია
2018წლის 12-ივნისს ავრანლოს საჯარო სკოლაში მერვე კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის პრეზენტაცია. მათ წარმოადგინეს ნახატები და PowerPoint-ის ფორმატში მომზადებული პრეზენტაციები.  
პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ნაადრევ ქორწინებასა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევ მიზეზებისა და შდეგების განხილვა და ცნობიერების ამაღლება მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ რომ პროექტზე მუშაობითა და  პრეზენტაციებით მიზანს მივაღწიე.                 
გარდა ამისა პროექტზე მუშაობის იდეა გაჩნდა მას შემდეგ რაც ჩემი პედაგოგიური დაკვირვების შედეგად  დავადგინე, რომ მოსწავლეებს უჭირთ  დამატებითი მასალის მოძიება, რაც უარყოფითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებასა და მოტივაციაზე. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის შემეთავაზებინა ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების სტრატეგია, რომელსაც ისინი გამოიყენებდნენ ნებისმიერ საგანში. ჩემს მიერ ჩატარებული პროექტით მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა სქემის და ნახატის გამოყენებით ინფორმაციის გადმოცემა წაკითხვა და  გააზრება. იმუშავეს ჯგუფებში და აღნიშნული სტრატეგიებით დაამუშავეს სხვადასხვა ინფორმაცია ერთდროულად,   პასუხისმგებლობების გადანაწილებით. იმსჯელეს როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს სტრარეგიები სხვადასხვა საგანში.
ვფიქრობ, მსგავსი პროექტის განხორციელებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისათვის, რათა ჩამოუყალიბდეთ თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის,განსხვავებული აზრის მიღების და პრეზენტაციის უნარი. ისწავლონ  მიღებული ინფორმაციის დახარისხება და გაანალიზება, განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები. 



ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარიში

  ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარისი წარმოგიდგენთ   2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგ...