პროექტის სათაური: მოწევა კლავს
პროექტის მთავარი იდეა:
მოიძიონ ინფორმაცია თუ რა ნივთიერებებს შეიცავს თამბაქო. როგორ ხდებიან ადამიანები
მასზე დამოკიდებული და რა დაავადებებს იწვევს თამბაქოს მოხმარება. ცნობილია რომ დღევანდელ
ცხოვრებაში სიგარეტისადმი მოთხოვნა და დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა, რამაც
გამოიწვია სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციების მოშლა და პათოლოგიური დაავადებები.
პროექტის აქტუალობა: მრავალი კვლევები
აჩვენებს, რომ ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს თავის ტვინზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე,
სხვა ორგანოებზე, იწვევს ადამიანის დეგრადირებას და ხდის მასზედ დამოკიდებულს. თამბაქოში
შმავალი ნივთიერებები დამანგრევლად მოქმედებს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, არღვევს
მათ იმუნურ სისტემას, ფსიქიკას, და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
პროექტის მიზნები: ახალგაზრდების
ინფორმირება თამბაქოში შემავალი ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი,საპრეზენტაციო,
თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარების განვიტარებას.
პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ და განივითარებენ ისტ-თან მუშაობის უნარ-ჩვევებს,
შეძლებენ მის გამოყენებას სასწავლო შემოქმედებით პროცესში.
მონაწილეთა ასაკი: მეათე კლასი,
15-16 წელი.
ვადები ხანგრძლივობა:
სამი კვირა
მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაციის მოწყობა რომელზეც
მოწვეული იქნებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,სკოლის
ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, პროექტორი, ფლიფჩარტის ქაღალდები, მარკერები, და ვიდეოკამერა.
პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ ოთხ
ჯგუფად. პირველი ჯგუფი იძიებს ინფორმაციას თამბაქოს ისტორიასთან დაკავშირებით,და ასევე
იძიებს თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს იუთუბში.
მეორე ჯგუფი ამზადებს პლაკატებს. მესამე ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას პასიურ მწეველებზე
და ასევე ამზადებს კითხვებს აუდიტორიისთვის -მითია თუ რეალობა ფორმატში. მეოთხე ჯგუფი
ამზადებს პრეზენტაციას power point-ს ფორმატში.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლ. X.9.8. აანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკფაქტორების
ზეგავლენის შემცირების მნიშვნელობას;
ბიოლ.X.6.8. საუბრობს ალვეოლის თვისებებზე და ხსნის დაზიანების დროს ალვეოლის არსებობისას
გაზთა ცვლის შეფერხების მიზეზებს;
ბიოლ.X.10.6. საუბრობს ნერვიული სისტემისთვის ზოგიერთი ნივთიერების დამაზიანებელ ეფექტზე.
კვლ.X.1 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.X.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება,მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.X.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების
გამოყენებით.
კვლ.X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
პროექტის შეფასება: დაკვირვების, ანალიზის,
ინფორმაციის მოძიების, ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობისა და ჯგუფში თანამშრომლობა.
https://www.youtube.com/watch?v=q9nN05dUO3Q&t=149s
https://www.youtube.com/watch?v=-9L7o0mjXNc&t=114s
E:\თამბაქო.pptx
პროექტის რეფლექსია
პროექტის განხორციელების
იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მცირე კვლევის შედეგად დადგინდა რომ საშუალო და საბაზო
საფეხურის რამდენიმე მოსწავლე და მოსწავლეთა
მშობლები აქტიურად მოიხმარდნენ თამბაქოს. რისი მიზეზიც იყო ინფორმაციის სიმწირე
თამბაქოს შემცველობასა და მის მავნე ზემოქმედებაზე.პროექტი აქტუალურია იმითაც რომ ოცდამეერთე
საუკუნეში აქტიურად გაიზარდა მოთხოვნილება სიგარეტზე მიუხედავად მისი სიძვირისა რაც
უარყოფითად აისახება ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მოზარდების ფიზიკურ და გონებრივ
განვითარებაზე.
პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს გამოიყენონ სხვადასხვა ხერხი(დიაგრამები, ცხრილები, გრაფიკები)
მონაცემთა წარმოსადგენად. გამოიყენეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები თვისობრივი
და შედეგობრივი მონაცემების წარმოსადგენად.გამოუმუშავდება ოცდამეერთე საუკუნის უნარჩვევები,საღი
მსჯელობა და აღქმა. ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება.
პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.ინფორმაციის ზუსტად და
შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.