ნჯკკჯკლლ;კ

ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები

Saturday, January 14, 2023

ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარიში

 

ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარისი

წარმოგიდგენთ  2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიშს.

   2022-2023 სასწავლო წელს ვასწავლი ბიოლოგიას და ბუნებისმეტყველებას  VII -XI კლასის ჩათვლით.  არჩევით საგანს, სამედიცინო ბიოლოგიას მე- XII კლასში

   პირველი სემესტრის განმავლობაში ჩემს მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა საგნის სწავლების გაუმჯობესების მიზნით. ვცდილობდი გაკვეთილები საინტერესოდ დამეგეგმა და  გამომეყენებინა სხვადასხვა სასწავლო მეთოდი.   ჩემს მიერ ჩატარებული ყველა გაკვეთილი მოსწავლეებისთვის არა სანახაობრივ, არამედ საინტერესო პროცესს წარმოადგენდა. კარგად მაქვს გააზრებული დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულების ვალდებულება და ვცდილობ ყველა გაკვეთილი გავხადო მოსწავლისთვის საინტერესო.

  მოსწავლეებს ხშირად ვაძლევდი საშუალებას  მოეწოდებინათ  ჩემთვის საინტერესო წინადადებები, თუ რას ფიქრობენ ისინი გაკვეთილის შესახებ, რა იყო მათთვის საინტერესო და რის შესახებ ისურვებდნენ მეტის გაგებას. ამ გზით ვცდილობდი გაკვეთილები ისე დამეგეგმა, რომ მათ ინტრერსსა და საჭიროებაზე ყოფილიყო მორგებული, მოსწავლეებში კი  გამეღვიძებინა კრიტიკის იმპულსები, რათა გაეაზრებინათ, რომ მასწავლებელი კი არა, მოსწავლეები არიან გაკვეთილზე მთავარი.

   პროგრამული მასალის გავლის კუთხით ჩამორჩენა არ მაქვს. ესგ-ის მიხედვით  დაგეგმილი ორ-ორი ტესტური შემაჯამებელი წერა ყველა კლასში განვახორციელე .

გაკვეთილზე სახელმძღვანელოს  გარდა, ვიყენებდი სხვადასხავ ონლაინ და მატერიალურ  სასწავლო რესურსებს.

რაც შეეხება ბიოლოგიაში კომპლექსური დავალებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას ასეთია:

   მეშვიდე კლასში უკვე დავასრულე მიკროორგანიზმების თემაზე (კომპ დავა)  სათაურით „ბუნების დიდი მესაფლავეები.“

მეცხრე კლასში ვმუშაობთ და უნდა შექმნან  ბუკლეტი  თემაზე „ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მნიშვნელობა ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში,“რომელსაც მეორე სემესტრში დავასრულებთ

 

 მეათეათე კლასშიც დავასრულე თემაზე უჯრედის აგებულება, კომპლექ დავალების დასახელება „ანალოგია უჯრედისა და ქალაქის სტრუქტურებს შორის.“ 

რაც შეეხება  მერვე  კლასს ორი  კომპლექსური მაქვს  დაგეგმილი და ორივეს განხორციელებას მეორე სემესტრში ვგეგმავ.

საჭიროების შემთხვევაში შემიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტაცია.

   დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მასწავლებელს, მიმაჩნია, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ მიჭირს და არც სხვებს ჰქონიათ ჩემთან, როგორც  მასწავლებელთან კომუნიკაციის პრობლემა და რაც მცოდნია და მისწავლია, ძალიან გულწრფელად და ღიად გამიზიარებია სხვებისთვის. ამ ფაქტსაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რადგან კოლეგიალური თანამშრომლობა ჯანსაღი სასკოლო გარემოს აუცილებელი პირობაა.

 

1.      ------------------------ / დარეჯან ანთაძე /

ავრანლოს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

                                                                                                                           29.12.2022 წ.

 

პროექტი "დედამიწა ჩვენი საერთო სახლია"

 2022წლის 22 აპრილს ავრანლოს საჯარო სკოლაში ჩავატარე პროექტი, სახელწოდებით "დედამიწა ჩვენი საერთო სახლია". პროექტის პრეზენტაციისთვის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები ფლიფჩარტის ქაღალდზე და პრეზენტაციები powerpoint-ში. პროექტის პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ და ემოციურად წარიმართა აუდიტორია განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო თამაშში "მითია თუ რეალობა" რაც ძირითადად ეხებოდა გარემოს დაცვით საკითხებს. პროექტმა დააინტერესა ახალგაზრდები და მათ გამოთქვეს სურვილი მსგავსი სხვა მრავალი პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაზე. გარდა ამისა პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დახვეწეს სიტყით გამოსვლის, აუდიტორიასთან მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარები. 






























ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარიში

  ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარისი წარმოგიდგენთ   2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგ...