ნჯკკჯკლლ;კ

ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები

Sunday, May 20, 2018

სამოდელო გაკვეთილის გეგმა მეექვსე კლასი


სამოდელო გაკვეთილი
მასწავლებელი

დარეჯან ანთაძე

საგანი

ჩვენი გარემო
ჩატარების თარიღი
8-05-2018 წელი
კლასი
VI




გაკვეთილის ტიპი
Ø  გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული
ეკოლოგიური წიგნიერება: რომელიც შესაძლებელს ხდის დედამიწის,როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას;ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სემიოტიკური კომპეტენცია: ნახატის საშუალებით საკუთარი ნააზრევისა და განცდილის გადმოცემა.სქემის შედგანა.
ეთიკა როგორც კომპეტენცია: რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, გაითავისოსო და დაიცვას ზნეობის, მორალის და საზოგადოებაში ქცევის საყოველთაო წესები.
ჯანსაღი ცხოვრების წესი: არის ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მნიშვნელობის გაცნობიერებას; შესაძლებელს ხდის ზრუნვას საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობაზე; იძლევა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების გააზრების საშუალებას.

თემა

გარემოს დაბინძურება

გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 10 მოსწავლე.    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე  კლასში არ არის.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ უნდა შეძლოს
·          ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღწერა;
·         ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრებები მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;
·         შეადგინოს პლაკატი თემაზე „ დავიცვათ გარემო დაბინძურებსგან“.
·         საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         გარემოს დაბინძურების მიზეზებსა და შედეგებზე დასახელება, წინარე ცოდნის გააქტიურება;
·         მსჯელობითა და ფოტომასალებზე  დაყრდნობით სწორი დასკვნების გაკეთება;
·         არგუმენტირებული მსჯელობა.  
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის გაფილტვრას და კრიტიკულად შეაფასებენ საკითხზე საკუთარ წარმოდგენებს. 

შედეგები (ე.ს. გ)










ბუნ.VI.8.  მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა
ბუნ.VI.10. მოსწავლეს შუძლია გარემოსდაცვიტი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
ასევე, მოსწავლეებს შეუძლიათ
 გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.


გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევების განვითარებისათვის მიზნები და შედეგი  

·         სხვადასხვა ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება; 
·         რესურსებში   გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა
·         მოსწავლეების მიერ წყვილებში მუშაობისას გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების პლაკატების შექმნა და მსჯელობა ნამუშევრების ირგვლივ. 
·         ჯგუფური მუშაობისას გარემოს დაბინძურების მიზეზებისა და შედეგების დანახვა, სქემის სახით წარმოდგენა და ნამუშევრის პრეზენტაცია.
·         ვიზუალური მასალის დახმარებით  გარემოს დაბინძურების ნიშნების გამოყოფა

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები

ცოდნა
·         რა არის ეკოსისტემა;
·         ბიოტური და აბიოტური ფაქტორები (წყალი, ტემპერატურა,ნიადაგი);
·         ადამიანი და ბუნებრივი ეკოსისტემები;

უნარ-ჩვევებ

·         უკვე შესწავლის მასალის  შესახებ მსჯელობა, მოვლენებს შორის შედარების გაკეთება. ცოდნის გადმოცემა  და გაანალიზება მოვლენებისა, მოსწავლეებს შეუძლიათ ილუსტრაციების და თვალსაჩინოებების დახმარებით
·         თანამშრომლობის, კომუნიკაციის, გაკვეთილზე  დისკუსიაში მონაწილეობის უნარი
შეფასება და თვითშეფასება

განმავითარებელი და განმსაზღვრელი, თვითშეფასება.

·         წყვილებში მუშაობის  შეფასებისათვის შექმნილი მხიარული ურთიერთშფასება;
·         ჯგუფური მუშაობის შეფასება შეფასების  რუბრიკის გამოყენებით      ( კრიტერიუმები: თანამშრომლობა, ჩართულობა, მოსმენა, პასუხისმგებლობა, უკუკავშირი);
·         პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა(კრიტერიუმები: თემის წარდგენა, აუდიტორიის ფლობა პასუხისმგებლობა, უკუკავშირი);
·         განმავითარებელი შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.
·         გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა.


სასწავლო მასალა და რესურსები:

მოსწავლის წიგნიმასწავლებლს წიგნი,პროექტორი,კომპიუტერი,ფოტომასალამარკერებითაბახის ფურცლებიფლიფჩარტი,  დაფა,ცარცი.
მეთოდები და აქტივობები
აქტივობა 1 -                                                                                      (2 წუთი)
აღწერა: ორგანიზაციული საკითხი, გაკვეთილის ემისმიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.
I ფაზა- გამოწვევა
აქტივობა 2. პროვოცირება.                                                          (5 წთ)                                                        
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:   მთელი კლასი     
   მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება.
აღწერა: (გონებრივი იერიში) მასწავლებელი სვამს კითხვებს.
1.       რა სჭირდება ცოცხალ ორგანიზმებს არსებობისთვის?
2.       რა არის ეკოსისტემა?
3.       როგორი გარემო ფაქტორებია წყალი, ნიადაგი, სინათლე და ტემპერატურა?
4.       კიდევ რომელი ფაქტორი ახდენს გავლენას ეკოსისტემის ჩამოყალიბებაზე?
5.       გარდა ბუნებრივისა კიდევ როგორი ეკოსისტემები იცით?
6.       ადამიანმა თავისი საქმიანობით, შეიძლება თუ არა სახე შეუცვალოს ბუნებრივ ეკოსისტემას?
II  ფაზა - სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 3. ახალი მასალის ახსნა                                 (7 წთ)მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:   მთელი კლასი                                                                                   
მიზანი : ინფორმაციის მიწოდება გარემოს დაბინძურების ფორმებზე,სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტსა და იუსტრაციებზე მუშაობა.                                                                                
აღწერა: მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით მოსწავლეებს აჩვენებს ფოტოებს გარემოს დაბინძურების ფაქტებზე მის გამომწვევ მზეზებსა და შედეგებზერტგს .მოსწავლეები ფაქტებზე  და სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მსჯელობენ და გამოაქვთ დასკვნები.
მოსწავლეებისთვის დასმული კითხვები ახალი მასალის ახსნის დროს:
1.       რა იცით ბუნებრივი რესურსების შესახებ?
2.       ძირითადად რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას?
3.       რა საფრთხეს უქმნის ბუნებას გარემოში ნაგვის დაყრა?
4.       რა ფაქტორები იწვევს ტყოს საფარის შემცირებას?
5.       როგორ წარმოიქმნება მჟავური წვიმები და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოტ იგი?
6.       როგორ ხდება ნიადაგის და წყლის დაბინძურება?

აქტივობა 4.   პლაკატის შექმნა                  
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:   წყვილებში მუშაობა.       ( 8წთ)             
  (5 წთ) მუშაობა + ( 3წთ) პრეზენტაცია და შფასება

მიზანი:  გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით პლაკატების შექმნა და მსჯელობა ნამუშევრების ირგვლივ. 

აღწერა: მოსწვლეებმა მეწყვილესთან ერთად უნდა შეადგინონ პლაკატი თემაზე: „ დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან“. სამუშაოს დასრულების შემდეგ  ნამუშევრების წარდგენა და მეწყვილის მხიარული ურთიერთშეფასება. 
აქტივობა 5.
 მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:   ჯგუფური  მუშაობა  (16-წთ)
სქემაზე მუშაობა 10-წთ პრეზენტაცია 6-წთ
მიზანიგარემოს დაბინძურების მიზეზებისა და შედეგების დადგენა, სქემის სახით წარმოდგენა და ნამუშევრის პრეზენტაცია.
აღწერ: მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად პირველ ჯგუფი მუშაობს ტყეების ჭრასა და წყლის დაბინძურებაზე, მეორე ჯგუფი ჰაერის დაბინძურება და მჟავური წვიმები, მესამე ჯგუფი ქიმიური შეტევა და წყლის დაბინძურება.მოცემულ დავალებას მოსწავლეები ასრულებენ ფიფჩარტის ქაღალდზე სქემის სახით სადაც ისაუბრებენ დაბინძურების მიზეზებზე  (თუ რა მიზები იწვევს დაბინძურებას) და შედეგებზე (თუ რას გამოიწვევს დაბინძურების არსებული ფორმა).სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოელი ჯგუფის ერთი წევრი წარმოადგენს ნამუშევრის პრეზენტაციას.
                III-ფაზა რეფლექსია
აქტივობა 6 .  რა ვიცოდი რა გავიგე რაზე მინდა მეტი გავიგო            ( 4წთ)
მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამება.
აღწერა:  მოსწავლეებს ვურიგებ წებოვან ქაღალდებს რაზეც მოსწავლეები წერენ მათ მოსაზრებას, შემდეგ ხმამაღლა კითხულობენ და ერთმანეთს უზიარებენ აზრებებს.
აქტივობა 7.          შეფასება
საშინაო დავალების მიცემა  და მოსწავლეთა შეფასება წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკებით.   

  
გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა
                

       1-4
             5-6
           7-8
           9-10
აქტიური  მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
აქტიურია, კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
იშვიათადგამოთქვამსსაკუთარაზრებს
გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელი, არგუმენტირებული
კონცენტრირება სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვების აზრებს, და აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქცია
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს,  აანალიზებს და კორექტულია







კრიტერიუმები
ქულები
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
საუბარი არგუმენტირებულია
თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს
იღებს კრიტიკულ შენიშვნებს
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს







                     პრეზენტაციის   შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
ქულები
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
საუბარი არგუმენტირებულია
თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს
იღებს კრიტიკულ შენიშვნებს
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს



           





VI - კლასიჯგუფურიმუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10-9
საშუალო  8-7
საშუალო 6-5
დაბალი 4-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო


                            





მხიარული ურთიერთშეფასება
დაწერე შენი მეწყვილის სახელი და გვარიშემდეგ კი შემოხაზე ისსმაილირომელიც ყველაზე მეტად ასახავს მის მუშაობას წყვილში

 გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი

 E:\მეექვსე კლასი\გარემოს დაბინძურება.pptx

                             სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
თარიღი:    10.05.2017
კლასი: მეექვსე
ტიპი: გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული
თემა: გარემოს დაბინძურება
დრო: 45 წთ.
გაკვეთილის ჩასატარებლად კონკრეტული თემა და კლასი ავირჩიე რადგან, სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.გაკვეთილი ხელს შეუწყობს კრიტიკული  და  შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს
·          ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღწერა;
·         ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრებები მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;
·         შეადგინოს პლაკატი თემაზე „ დავიცვათ გარემო დაბინძურებსგან“.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         გარემოს დაბინძურების მიზეზებსა და შედეგებზე დასახელება, წინარე ცოდნის გააქტიურება;
·         მსჯელობითა და ფოტომასალებზე  დაყრდნობით სწორი დასკვნების გაკეთება;
·         არგუმენტირებული მსჯელობა.  
გაკვეთილი დავიწყე წინარე ცოდნის შემოწმებით რომლის დროსაც მოსწავლეები მსჯელობდნენ ხელოვნურ და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მოქმედ ბიოტურ და აბიოტურ ფაქტორებზე და ადამიანის გავლენაზე ეკოსისტემის ჩამოყალიბებაზე. გაკვეთილის მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა მოსწავლეებმა სხვადასხვა სააზროვნო უნარების (აღწერა, ანალიზი, მსჯელობა ,შექმნა) პრაქტიკულად გამოყენების შემდეგ, თვალნათლივ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა და უსაფრთხო გარემო. გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ფაქტების   შესახებ ინფორმაციის ცოდნა და შეფასება თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ,  გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ შექმნილი თვალსაჩინოებები (  საგაკვეთილო პროცესში წყვილებში მუშაობის და ჯგუფური მუშაობის დროს შექმნილი)  საგაკვეთილო პროცესს ხდიდა საინტერესოს და აქტიურს , აღსანიშნავია ისიც რომ , რესურსების მრავალფეროვნება აძლევდა მოსწავლეს საშუალებას სხვადასხვა მხრიდან შეეფასებინა ის ფაქტები რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას.ვფიქრობ , ჩემი სამუშაოს მიზნის მიღწევა გამოჩნდა იმ აქტივობაში, რომელიც მოსწავლეებმა ჩემგან დამოუკიდებლად ,სქემის და პლაკატის სახით წარმოადგინეს.გაკვეთილის ბოლოს ჩატარებული აქტივობის რა ვიცოდი რაგავიგე რაზე მინდა მეტვიცოდე საშუალება მომცა შემეჯამებინა გაკვეთილი და გამეგო გაკვეთილის პროცესში რა გაიგეს მოსწავლეებმა და ის თუ რა აინტერესებთ.
ყველა აქტივობა, რომლებიც განვახორციელე, მიემართებოდა თუ არა მიზნისაკენ?
ჩემს მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა,  საწყისის იღებდა გაკვეთილის მიზნიდან,ესგ-დან, რომელიც გვაძლევს საშუალებას საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენოთ ალტერნატიული მეთოდები , კერძოდ :
·         გონებრივი იერიში
·         წყვილებში მუშაობა
·         ჯგუფური მუშაობა
·         პრეზენტაცია
·         კითხვა-პასუხი
·         თვითშეფასება
·         მხიარული ურთიერთშეფასება
  ვფიქრობ, მრავალფეროვანი მეთოდების არსებობამ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ შეეჯამებინათ ის მასალა, რომელიც ჩემს მიერ იყო მიწოდებული და მოიცავდა გარემოს დაბინძურების შსახებ სრულ ინფორმაციას, დანახვას და გააზრებას იმ მიზეზებისა რომელიც იწვევს გარემოს დაბინძურებას და შდეგებისა რაც შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურებამ, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსწავლეების აქტიურო ჩართულობის ხარჯზე შევძელი  , იგრძნობოდა  უკუკავშირი, გამოჩნდა ის საკითხიც, რომელიც მე მაძლევს საშუალებას ვიფიქრო როგორ გავაუმჯობესო ჩვენი სასწავლო პროცესი, ეს არის პროექტორით ნაჩვენები ილუსტრაციების უკეთ გაანალიზებაზე მუშაობა, რათა ვიზუალურად შეძლონ იმ ფოტომასალის  აღწერა, რომელიც გამოსახულია თვალსაჩინოებაზე  .
მომიხდა თუ არა რაიმე ცვლილების შეტანა
გაკვეთილის დაგეგმისას ყოველთვის ვფიქრობ ერთ მთავარ საკითხზე,  უნდა გავითვალისწინო მთავარი ფაქტორი-სასწავლო პროცესი ცოცხალი ორგანიზმია, ის შეიძლება ვერ წარიმართოს ზუსტად იმ პრინციპით და მიმართულებებით , როგორც ვგეგმავთ, ანუ გასაკვირი არ არის, რომ ნებისმიერი გეგმა შესაძლებელია განიცდიდეს მოდიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, ვიცოდი, რომ დროის ლიმიტთან შესაძლებელი იყო შემქმნოდა მცირე პრობლემა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ყველა ჩვენი აქტივობა განვახორციელეთ და არ დამჭირვებია გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება.
ხელახლა რომ მომიწიოს ამ გაკვეთილის ჩატარება, რას შევცვლიდი
გაკვეთილის დასაწყსში ჩემი აქტიურობა სჭარბობდა მოსწავლეების აქტიურობას, ილუსტრაციების ჩვენებისას განმარტებებს ძირითადად მე ვაკეთებდი. უკეთესი იქნებოდა მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში რასაც შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ.
გაკვეთილის შედეგად განვითარებული კომპეტენციები:
ეკოლოგიური წიგნიერება: რომელიც შესაძლებელს ხდის დედამიწის,როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას;ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სემიოტიკური კომპეტენცია: ნახატის საშუალებით საკუთარი ნააზრევისა და განცდილის გადმოცემა.სქემის შედგანა.
ეთიკა როგორც კომპეტენცია: რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, გაითავისოსო და დაიცვას ზნეობის, მორალის და საზოგადოებაში ქცევის საყოველთაო წესები.
           ჯანსაღი ცხოვრების წესი: არის ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების      ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მნიშვნელობის გაცნობიერებას; შესაძლებელს ხდის ზრუნვას საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობაზე; იძლევა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების გააზრება
გაკვეთილის მსვლელობის პერიოდში კლასი ამჟღავნებდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესს, ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთის მოსაზრებებს, კრიტიკულად აფასებდნენ შექმნილ სიტუაციებს, აფასებდნენ შესრულებულ დავალებას .
ვფიქრობ, რომ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე  ზრუნვა ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე სკოლაში.
















ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარიში

  ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარისი წარმოგიდგენთ   2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგ...