პრობლემაზე
ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში
მასწავლებელი: დარეჯან ანთაძე
კლასი:
მეათე
გაკვეთილის თემა:ნერვულ
სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები სტიმულატორები, დეპრესანტები,ნარკოტიკები,
ჰალუცინოგენები.
გაკვეთილისმიზანი: მოსწავლეები გაერკვნენ პათოლოგიური დამოკიდებულების არსში;
გააცნობიერონ, რას ნიშნავს,იყო დამოკიდებული; რა მახასიათებლები აქვს
დამოკიდებულებას; რა პრობლემებს უქმნის ადამიანს პათოლოგიური დამოკიდე ბულება.
მოსწავლეებმამასწავლებლისმიერმოწოდებულიპრობლემურისიტუაციურიამოცანისანალიზისასუნდაშეძლონ პრობლემისმიზეზებისდა შედეგების დასახელებადამისიგადაჭრისგზისდასახვა. მათგამოუმუშავდებათარგუმენტირებულიმსჯელობისადაპრობლემის გადაჭრისუნარები.
ჩატარების თარიღი: 4-05-2018 წ
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ
მოსწავლეთა პროფილი: კლასში 11 მოსწავლეა. სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის.
სტანდარტთანშესაბამისობა:
ბიოლ.x.10.
6. საუბრობს
ნერვული სისტემისთვის ზოგიერთი მედიკამენტის დამაზიანებელ ეფექტზე;
ბიოლ. x.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
საჭიროწინარეცოდნადაუნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმაიციან პრობლემის
ხის გამოყენებასასწავლოპროცესში და პრობლემის გამომწვევი მიზეზისა და შდეგის განსხვავება
ერთმანეთისგან. შესწავლილიაქვთნერვული
და ენდოკრინული სისტემა,იციან ხერხემლიანი ცხოველების თავის ტვინის აგებულება,მსჯელობენ
მეხსიერებაზე მოქმედ ფაქტორებზე,ენცოფალოგრამაზე განასხვავებენ ძილის ფაზებს და
ახასიათებენ მას. მოსწავლეებიფლობენგანმავითარებელიშეფასებისრუბრიკისგამოყენებისტექნიკას.
სასწავლომასალადარესურსები:
მოსწავლისწიგნი,მასწავლებლის წიგნი,კომპიუტერი,პროექტორი,თაბახისფურცლები გასასვლელი ბილეთებისთვის,ფლიპჩარტები, მარკერები, ცარცი, სამუშაორვეულებიდაკალმები. ფერადიპატარაზომისქაღალდები.
გაკვეთილისმსვლელობა:
აქტივობა:1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (3
წთ)
მიზანი: მასწავლებელი მოსწავლეებსაცნობსგაკვეთილისთემასადამიზანს, ახდენს საორგანიზაციოსაკითხებისმოგვარებას. მოსწავლეებთანერთადაღწერსშეფასებისფორმებსდა რუბრიკებს, რომელთაცგამოიყენებენგაკვეთილისპროცესში. ასევე, ახსენებს კლასში მუშაობის წესებს.
აღწერა: ვკითხულობ სიას, ვაცნობგაკვეთილისთემასდამიზანს. ვუხსნიროგორისამუშაოელოდებათგაკვეთილისდროს. ვაცნობკლასისორგანიზებისფორმებს. შევახსენებიმმეთოდებს, რომელთასაშუალებითაცმათმოუწევთმუშაობადამოსწავლეებთანერთადგანვიხილავთშეფასებისრუბრიკებს, რომელთაგამოყენებასაც საგაკვეთილოპროცესშიმოვახდენთ.
აქტივობა.2. გამოწვევა
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი(5 წთ)
მიზანი: მასწავლებელი შეახსენებსმოსწავლეებსწინარეცოდნას დაშეამოწმებსმათმზაობასგაკვეთილისთვის;
აღწერზ:მოსწავლეებისაუბრობენნერვული და ენდოკრინული სისტემის
მოქმედების თავისებურებებზე განასხვავებს ნერვული სისტემის ტიპებს. მასწავლებელი
ახსენებს ხერხემლიანი ცხოველების თავის ტვინის აგებულებას მეხსიერებაზე მოქმედ
ფაქტორებს და ძილის ფაზებს.
1. რითია გარედან დაფარული თავის ტვინი და რა ფუნქცია
აქვს მას.
2. რომელი ნეირომედიატორი მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე
ყველაზე ხანგრძლივი დროით?
3. რა არის მეხსიერება და რა დაემართება ადამიანს ამ
უნარის გარეშე?
4. რატომ მცირდება მეხსიერება ასაკის მატებასთან
ერთად?
5. როგორია ტვინის აქტივობა ძილის დროს და რა
მნიშვნელობა აქვს ძილს ადამიანის
ორგანიზმისთვის?
6. ძილის რომელ ფაზებს გამოყოფენ და რით განსხვავდება
ეს ფაზები ერთმანეთისგან?
აქტივობა.3. ახალი მასალის ახსნა
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:მთელი კლასი( 5წთ)
მიზანი:ინფორმაციის მიწოდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების
შესახებ.
აღწერა: პროექტორის გამოყენებითა და ინტერაქტიული ახსნის მეთოდით მოსწავლეებს
ვუხსნი ახალ მასალას.
1. რა უცხო ნივთიერებები ხვდება ადამიანის ორგანიზმში
და როგორ მოქმედებს ისინი?
2. რომელი ჰორმონი ახდენს გავლენასგანწყობისა და ემოციის
ფორმირებაზე?
3. რომელი ჰორმონების ნაკლებობის დროს მოიხმარენ
ადამიანები სტიმულატორებს, ნარკოტიკებს?
4. რა არის დამოკიდებულება და რა ნიშნები ახასიათებს დამოკიდებულებას?
პასუხი: დამოკიდებულება არის
პროცესი, როცა ადამიანს არ შეუძლია უარი თქვას
დამოკიდებულების ობიექტზე მიუხედავად იმისა რომ პრობლემები ექმნება. და
ცდილობს დამალოს ან შეარბილოს თავისი მდგომარეობა და ამბობს „როცა მომინდება მაშინ შემიძლია შევწყვიტო.“
5. დამოკიდებულების როგორი ფორმები არსებობს,
დაახასიათე ისინი
6. როგორ დამოკიდებულებას მიეკუთვნება: აზარტული
თამაშები,კომპიუტერული თამაშები,ტელეფონი და ტელევიზო
აქტივობა:4სარეკლამო პოსტერების შექმნა
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:წყვილებში მუშაობა(5-5წთ).
5 წუთი პოსტერზე მუშაობა
5 წუთი პოსტერის წარდგენა და შეფასება
მიზანი: რეკლამის შექმნისა და მისი შეფასების უნარის
გამომუშავება
აღწერა: ყველასთვის
ცნობილია, რომ სიგარეტის კოლოფზე არის გამაფრთხილებელი წარწერა „მოწევა მავნებელია
ჯანმრთელობისთვის“. მოიფიქრეთ მსგავსი გამაფრთხილებელი წარწერები: ალკოჰოლის,
ნარკოტიკების, დეპრესანტების, სტიმულატორების მავნებლობაზე და თქვენი შეხედულებით
გააფორმეთ ამ პროდუქციის ეტიკეტი ისე რომ მათი გასინჯვა არავის მოუნდეს.საჭიროებისამებრ შეაქვთშესწორებები ნამუშევრებში. სამუშაოსდასრულებისშემდეგწყვილშიმომუშავემოსწავლეებითავისმეწყვილეს აწვდიან განმავითარებელმხიარულურთიერთშეფასებას.
აქტივობა.
5პრობლემის ანალიზი
მოსწავლეთა ოეგანიზების ფორმა:ჯგუფური მუშაობა(10 -5წთ)
10 წუთი ჯგუფებში
მუშაობა, 5წუთი ნამუშევრის პრეზენტაცია.
მიზანი: პრობლემური სიტუაციის გაგება გააზრება,საკუთარი
პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება და თანამშრომლობის უნარის განვითარება.
აღწერა: დღესალკოჰოლი ადვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათ შორის
მოზარდებისთვისაც.ბაზარი გაჯერებულია იაფფასიანი, ხშირად ფალსიფიცირებული მაგარი
ალკოჰოლური სასმელებით. გაიხსენეთ სპირტიანი სასმელების რეკლამები, ყველა მათგანი
გვატყობინებს რაღაც გასაოცარ სიახლეს მაგ: ალკოჰოლი არათუ ვნებს, სასარგებლოც კია.
იმის გამო,რომ სპირტი მიკრობებსა და ბაქტერიებს კლავს,ალკოჰოლი თურმე ალამაზებს
კანს და თმას. იგივე შეიძლება ითქვას მარიხუანაზე ამბობენ რომ მარიხუანა კურნავს
მრავალ დაავადებებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარიხუანას
მომხმარებელებს გზაჯვარედინზე მყოფ ნარკომანებს უწოდებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ
ამ ნივთიერებების მოხმარება ორგანიზმისთვის
სასარგებლოა თუ საზიანო. დაასახელეთ მიზეზები თუ რატო მოიხმარენ ადამიანები
ამ ნივთიერებებს და შედეგები რას იწვევს დიდი ხნის განმავლობაში ამ ნივთიერებების
მოხმარება ადამიანის ორგანიზმში.პირველი ჯგუფი იმუშავებს ალკოჰოლზე, მეორე ჯგუფი
მარიხუანაზე. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები აირჩევენ პრეზენტატორს,
რომელიც წარმოადგენს ნამუშევრის პრეზენტაციას.
აქტივობა: 6 გასასვლელი ბილეთები (5წთ)
მოსწავლეთა ოეგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გააზრებადა შჯამება.
აღწერა:მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ მომოზადებულ კითხვებს რომლებზეც
მუშაობენ ინდივიდუალურად. პასუხები ანონიმურია
1.
რომელი დაავადება ვითარდება დოფამინის სიჭარბის
შემთხვევაში?
2.რომელ ძირითად ჯგუფებად ყოფენ ნერვულ სისტემაზე მოქმედ ნივთიერებებს?
3. რატომ ეწყება ადამიანს თავის ტკივილი თუ ის რაიმე
მიზეზით შეწყვეტს ყავის სმას?
4. რა ფუნქცია აქვს ენდორფინს და რატომ ხდებიან
ადამიანები ნარკოტიკებზე დამოკიდებული?
აქტივობა: 7 შეფასება ( 2-წთ)
აღწერა:მასწავლებელი ანიშნინებს საშინაო დავალებას,მოამზადონ $ 30-ე გაკვეთილი და მის ბოლოს მოცემული
საშუალო და რთული კითხვები.მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯმებს გაკვეთილს,ახდენს
მოსწავლეთა შეფასებას შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
მხიარული ურთიერთშეფასება
დაწერეშენიმეწყვილისსახელიდაგვარი, შემდეგკიშემოხაზეისსმაილი, რომელიცყველაზემეტადასახავსმისმუშაობასწყვილში
ჯგუფური მუშაობა
როგორ ფიქრობთ ამ ნივთიერებების მოხმარება
ორგანიზმისთვის სასარგებლოა თუ საზიანო.
დაასახელეთ მიზეზები თუ რატო მოიხმარენ ადამიანები ამ ნივთიერებებს და შედეგები
რას იწვევს დიდი ხნის განმავლობაში ამ ნივთიერებების მოხმარება ადამიანის ორგანიზმში.
ჯგუფურიმუშაობის შეფასებისრუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი 10-9
|
საშუალო 8-7
|
საშუალო 6-5
|
დაბალი 4-1
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს
მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად
გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს
ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად
და თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები
არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
ურთიერთქმედებისა
და აზრთა გაზიარების უნარი
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური
და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად
პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ
წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი
გარემო
|
მოსწავლის ინდივიდუალური
შეფასება ( 10 ქულიანი რუბრიკა)
X კლასი
ფლობს
წინარე ცოდნას
|
1
|
სასწავლომუშაობისპროცესში
ეძებსსაინტერესომასალას, აგროვებსდაახარისხებსინფორმაციას, წიგნისა და წინარე ცოდნისსაშუალებითთვალსაჩინოებასქმნისდაპრეზენტაციასაკეთებს
|
1
|
ფლობსსაკომუნიკაციოუნარებს , მუშაობისპროცესშიჩანსმისიკრიტიკული დაშემოქმედებითიაზროვნება;
|
2
|
გამოყოფსპრობლემას ,იწყებსპრობლემის მიზეზისა და შედეგების დადგენას, ჩანს ნერვული და
ენდოკრინული სისტემის ფუნქციების გააზრება , მსჯელობს ნერვულ სისტემაზე მოქმედ
ფსიქოაქტიურ ნივზტიერებეზე.
|
2
|
აქტიურადარისჩართულისამუშაოპროცესში, ჯგუფურიმუშაობისუნარებსფლობს
|
1
|
ასაბუთებსმოკვლეულიმასალისაქტუალურობას , ადარებსწინარეცოდნასდაასახელებს მიზეზს, რატომ
უნდა იცოდეს ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების გავლენა ორგანიზმზე.
|
1
|
დავალების შესრულების დროს , ან კითხვის დასმისას
შემოიფარგლებაკონკრეტულითემით , ერთიმასალისშესრულებისშემდეგაქტიურადერთვებაახალიმასალისმოძიებაში
|
1
|
მომზადებულია საგაკვეთილო პროცესში, ჩანს მისი
ერუდიცია და სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული
|
1
|
პრეზენტატორის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ქულები
|
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
|
საუბარი არგუმენტირებულია
|
|
თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს
|
|
იღებს კრიტიკულ შენიშვნებს
|
|
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს
|
გაკვეთილზე ჩართულობის შეფასებისკრიტერიუმი
კრიტერიუმები
|
ქულები
|
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
|
საუბარი არგუმენტირებულია
|
|
იცავს დისკუსიის წესებს და თანაკლასელის მიმართ კორექტულია
|
|
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს
|
"სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია"
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო - მოსწავლეები გაერკვნენ
პათოლოგიური დამოკიდებულების არსში; გააცნობიერონ, რას ნიშნავს,იყო დამოკიდებული;
რა მახასიათებლები აქვს დამოკიდებულებას; რა პრობლემებს უქმნის ადამიანს
პათოლოგიური დამოკიდებულება. სამოდელო გაკვეთილის მიეკუთვნებოდა პრობლემაზე ორიენტირებულს , რომელიც ეფუძნება ჯონ დიუის პრინციპს „სწავლაკეთებით და გამოცდილების მიღებით“.
მოსწავლეებმა ჩემს მიერმი მიწოდებული პრობლემური სიტუაციური ამოცანის ანალიზისას უნდა შეძლონ პრობლემის მიზეზების და შედეგების დასახელება და მისი გადაჭრის გზის დასახვა. საგაკვეთილო პროცესში მათ გამოუმუშავდათ არგუმენტირებული მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრისუნარები.
მოსწავლეებმა ჩემს მიერმი მიწოდებული პრობლემური სიტუაციური ამოცანის ანალიზისას უნდა შეძლონ პრობლემის მიზეზების და შედეგების დასახელება და მისი გადაჭრის გზის დასახვა. საგაკვეთილო პროცესში მათ გამოუმუშავდათ არგუმენტირებული მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრისუნარები.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებისთვის მოტივაციის შექმნის მიზნით დავუსვი კითხვები, რის საშუალებით გაუადვილდათ წინარე ცოდნის გახსენება. შემდეგ ეტაპზე გაკვეთილის გეგმის მიხედვით ინტერაქტიული ლექციისა და სლაიდების საშუალებით მოსწავლეებს მივაწოდე ახალი მასალა ნერვულ
სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების სტიმულატორების, დეპრესანტების,ნარკოტიკების,
ჰალუცინოგენების შესახებ. მოცემული გაკვეთილის თემა და გაკვეთილის ტიპი შევარჩიე
მოსწავლეთა ინტერესებიდან და საზოგადოებაში აქტუალობიდან გამომდინარე. საგაკვეთილო
პროცესის მიმდინარეობისას აქტიურად გვქონდა საუბარი დამოკიდებულების პროცესებზე და
იმაზე დამოკიდებულების რა სახეები არსებობს.
გაკვეთილი
წარიმართა გეგმის შესაბამისად და არ დამჭირვებია მისი მოდიფიცირება. გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი, დავხმარებოდი მოსწავლეებს თანმიმდევრულად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით თავად გამოეკვეთათ მიმართებები და გამოეტანათ დასკვნები ფსიქოტროპული ნივთიერებები ძირითადი მახასიათებლების შესახებ. აქტივობები ისე მქონდა
დაგეგმილი,რომ თითოეული მოსწავლე ჩართუყლი
იყო საგაკვეთილო პროცესში. წყვილებში მუშაობის დროს მოსწავლეებმა კარგად შეძლეს ანტისარეკლამო პოსტერების შექმნა და ნამუშევრის
პრეზენტაცია. ასევე წარმატებით წარიმართა ჯგუფური
მუშაობა,რომელიც დაფუძნებული იყო პრობლემის ანალიზზე. ამ აქტივობის შესრულების დროს
მოსწავლეებს წავუკითე და პროექტორიტ ვაჩვენე პრობლემა, გავანაწილე ორ ჯგუფად ერთმა
ჯგუფმა მოამზადა პრეზენტაცია მარიხუანაზე ხოლო მეორე ჯგუფმა ალკოჰოლზე. ჯგუფური მუშაობის
პროცესში მოსწავლეებმა დახატეს პრობლემის ხე
სადაც აჩვენეს მიზეზები თუ რატო ხდებიან ადამიანები ამ ნივთიერებებზე დამოკიდებული
და შედეგები თუ რას იწვევს ამ ნივთიერებების აქტიური მოხმარება ადამიანის ორგანიზმში.
გაკვეთილის ბოლოს მთელი გაკვეთილის პროცესში მიღებული ცოდნის გაგაება გააზრების შემოწმების
მიზნით გამოვიყენე გასასვლელი ბილეთები რომელზეც მოცემული იყო დავალებები და მოსწავლეებს
თავად უნდა გაეცათ დავალებებზე პასუხები. სამუშაოს დასრულების შემდეგ პროექტორით ვაჩვენე სწორი პასუხები და მივეცი შესაძლებლობა მათ
პასუხებთან შედარებისა. გაკვეთილის შეჯამებისას
მოსწავლეები უკვე თავისუფლად მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა არის დამოკიდებულება, დამოკიდებულების
როგორი ფორმები არსებობს, რა არის მათ შორის განსხვავება და ძირითადად რა ნივთიერებები
წვევს დამოკიდებულებას ამიტომ ვთვლი, რომ მივაღწიე გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს. ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი ესადაგებოდა
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის მთავარ პრინციპს. სწავლა აქტიური პროცესია და მოსწავლემ თავად უნდა ააგოს ცოდნა მასწავლებლის დახმარებით.გაკვეთილი ისე წარიმართა
რომ მე ვიყავი მიმართულების მიმცემი, მოსწავლეებს დასკვნები თავად გამოქონდათ.
გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნევ, იმ ფაქტს, რომ გაკვეთილი
დგეგმილი მქონდა 45-წუთზე, მაგრამ თემის აქტუალურობიდან,მოსწავლეთა დაინტერესებიდან
და აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე ვერ ჩავეტიე განსაზღვრულ დროში და მომიხდა დროის
დამატება. შემდეგი სამოდელო გაკვეთილის ჩატარებისას
ამ ფაქტს გავითვალისწინებ. დროის სიმცირის გამო შეფასებაც მხოლოდ ჩართულობის და
პრეზენტაციის კრიტერიუმით მოვახერხე, რაც ასევე გასათვალისწინებელია სამომავლოდ გაკვეთილის დაგეგმვისას.
გაკვეთილის პროცესში
გამოყენებული თვალსაჩინოება.
გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი
D:\მეათე კლასი\გაკვეთილის რესურსი.pptx
ფოტოები გაკვეთილიდან
No comments:
Post a Comment