გაკვეთილისთემა
|
სმენის ორგანო. აგებულება და ფუნქციები. წონასწორობის ორგანო აგებულება
და ფუნქციები.
|
გამოსაკითხი
მასალა
|
მხედველობის ორგანოს აგებულება. მხედ რეცეპტორები,
ახლომხედველობა და შორსმხედველ
|
სწავლებისსაფეხური,საგანიდაკლასი
|
საბაზოსაფეხური, ბიოლ ოგიამერვე კლასი
|
მასწავლებელი
|
დარეჯან
ანთაძე
|
ჩატარების თარიღი
|
1-06-2018წელი
|
მოსწავლეთარაოდენობა
|
14 მოსწავლე.
|
განსაკუთრებულისწავლებისსაჭიროებისმქონემოსწავლეთარაოდენობა.წყვილებში მუშაობა
|
არარის
|
გაკვეთილისმნიშვნელობა/აქტულობა
|
მოსწავლეებსჩამოუყალიბდებათდაკვირვების,
შედარების,ლოგიკურიაზროვნებისუნარ-ჩვევა, რაცშესაძლებელიაურთიერთშეთანხმებისა
დათანამშრომლობისსაფუძველზე.
|
მიზანი
|
მოსწავლემშეძლოს:აღწეროს სმენის ორგანოს აგებულება დაახასიათოს
გარეთა,შუა და შიგნითა ყურის აგებულება და ფუნქცია. იმსჯელოს წონასწორობის ორგანოს
(ვესტიბილარული აპარატის) მდებარეობის,აგებულებასა და ფუნქციებზე.
.
|
სტანდარტის
შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები
|
ბიო. VIII.6მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის
ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
ბიო. VIII.2
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა.
ბიო. VIII.4
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
|
წინარეცოდნა
|
მოსწავლეს
მოეთხოვება დაასახელოს გრძნობათა ორგანოები.დაახასიათოს
თვალის ანატომიური აგებულება.განმარტოს თუ როგორ იცვლის ბროლი ფორმას საგნის მდებარეობის
მიხედვით. რა არის ახლომხედველობის და შორსმხედველობის მიზეზი.რა განაპირობებს თვალის
გუგის ზომის ცვლილებას.
|
შეფასება
|
მოსწავლეებიგაკვეთილზე ჩართულობა,წყვილებში მუშაობით,ახალიდაძველიმასალისგააზრების,მონაცემებისორგანიზებისადაწარმოდგენისუნარებზედაკვირვებით.
შეფასებისტიპი:განმსაზღვრელიდაგანმავითარებელი.
|
სასწავლომასალადატექნიკურირესურსი
|
მოსწავლის
წიგნი, მასწავლებლის წიგნი, დაფა,
ცარცი,
კომპიუტერი, პროექტორი,წინასწარ ინტერნეტში მოძიებული ვიდეო.
|
გაკვეთილისმსვლელობა
|
აქტივობა1. (3წთ)
მიზანი:საორგანიზაციოსაკითხების მოგვარება.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას და მიზანს, ახდენს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. მოსწავლეებთან
ერთად აღწერს შეფასების ფორმებსა და რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის
პროცესში. ასევე ახსენებს კლასში მუშაობის წესებს.
აქტივობა2 გონებრივი
იერიში (7 წთ)
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მიზანი: მასწავლებელი შეახსენებს
მოსწავლეებს წინარე ცოდნას და შეამოწმებს მათ მზაობას გაკვეთილისათვის.
1.რითია თვალი გარედან დაფარული,რა
არის რქოვანა?
2.რა გზას გაივლის სინათლის სხივი
ვიდრე ბადუამდე მიაღწევს? 3.რა ჰქვია მხედველობის რეცეპტორებს
და სად არიან ისინი განლაგებული? 4.როგორ ახერხებს თვალი შორს და ახლოს მყოფი საგნების
დანახვას? 5.რა უზრუნველყოფს ბროლის ფორმის ცვლილებას? 6. რა არის აკომოდაცია? 7.რა ფუნქციას ასრულებენ
ირგვლივი და განივი კუნთები? 8.ნახევარსფეროების რომელ უბანშია მხედველობის ზონა?
9.რა იწვევს ახლომხედველობას და შორსმხედველობას? 10. შესაძლოა თუ არა ტვინში სისხლის ჩაქცევა
სიბრმავის მიზეზი გახდეს? 11. რა ხდება ატროპინის
თვალში ჩაწვეთების დროს და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?
აქტივობა3. ახალიმასალისახსნა(5წთ)
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ სმენის
და წონასწორობის ორგანოს აგებულებას.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავალებს აცნობს წინასწარ
PowerPoint-შიმომზადებულ პრეზენტაციას ინტერაქტიული ახსნის მეთოდით.
.
მიზანი: ახალი მასალის განმტკიცება
და მოსწავლეების წყვილებში მუშაობისთვის მზადება.
![]()
აქტივობა
5. (5 + 5 = 10 წთ)
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმა: წყვილებში მუშაობა
მიზანი: დაკვირვების და შედარების
უნარის განვთარება.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
ურიგებს წინასწარ მომზადებულ ყურის აგებულების ფოტოს რომელზეც ორგანოები აღნიშნულია
ციფრებით და მოსწავლეებმა ხუთი წუთის განმავლობაში უნდა მიუთითონ რომელი ციფრი რომელ
ორგანოს აღნიშნავს. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ
ნამუშევარს, ბოლოს კი მასწავლებელი აჩვენებს შესრულებული სამუშაოს სწორ ვერსიას პროექტორის გამოყენებით. მოსწავლეები
კიდევ ერთხელ აჯამებენ მათ ნამუშევარს.
აქტივობა6.
მოსწავლეთა ოეგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მიზანი:ახალი მასალის განმტკიცება(6 წთ)
აღწერა: გაკ.ირგლივ როგორც დაბალი, ასევე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების
მიზნით მასწავლებელი
მკოსწავლეებს უსვამს კითხვებს.
1.აგებულების მიხედვით რამდენ ნაწილად
იყოფა ადამიანის ყური?
2..რა აკავშირებს ყურს ცხვირხახასთან
და რა ფუნქცია აქვს ?
3. რომელი ძვლებია ყურში და როგორ
არიან ისინი ერთმანეთთან შეერთებული?
4.რა არის ლოკოკინა?
5.რატომ არის ლოკოკინას სიმები სხვადასხვა
ზომის?
6. გარდა ლოკოკინისა რა მიეკუთვნება
შიგნითა ყურს?
7.რა ფუნქცია აქვს ვესტიბულარულ
აპარატს?.
8. რას ეწოდება ოტოლითები და რა ფუნქციას ასრულებენ ისინი?
აქტივობა
7. გასასვლელი ბილეთები ( 6წთ)
მოსწავლეთა ოეგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გააზრება და შჯამება.
აღწერა:მოსწავლეებს
ვურიგებ წინასწარ მომოზადებულ კითხვებს რომლებზეც მუშაობენ ინდივიდუალურად.
პასუხები ანონიმურია
აქტივობა: 8 შეფასება
( 3-წთ)
აღწერა:მასწავლებელი ანიშნინებს საშინაო
დავალებას,მოამზადონ $ 24-ე გაკვეთილი და მის ბოლოს მოცემული საშუალო და რთული კითხვები.
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად
აჯმებს გაკვეთილს,ახდენს მოსწავლეთა შეფასებას შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
|
რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო - მოსწავლემ
შეძლოს:აღწეროს სმენის ორგანოს აგებულება დაახასიათოს
გარეთა,შუა და შიგნითა ყურის აგებულება და ფუნქცია. იმსჯელოს წონასწორობის ორგანოს
(ვესტიბილარული აპარატის) მდებარეობის,აგებულებასა და ფუნქციებზე.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებისთვის მოტივაციის შექმნის მიზნით დავსვი კითხვები, რის საშუალებით გაუადვილდათ წინარე ცოდნის გახსენება. შემდეგ ეტაპზე გაკვეთილის გეგმის მიხედვით ინტერაქტიული ახსნის და სლაიდების საშუალებით მოსწავლეებს მივაწოდე ახალი ინფორმაცია სმენის
ორგანოს და წონასწორობის ორგანოს აგებულებასა და ფუნქციების შესახებ. გაკვეთილის ახსნა დავასრულე ინტერნეტში წინასწარ მოძიებული ვიდეოს ჩვენებით
რომლის ყურების შემდეგაც მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს სმენის ორგანოს აგებულება. გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი, დავხმარებოდი მოსწავლეებს თანმიმდევრულად, მიზეზშედეგობრივი კავშირებით თავად გამოეკვეთათ მიმართებები და გამოეტანათ დასკვნები სმენის
და წონასწორობის ორგანოს აგებულებასა და ფუნქციების შესახებ. ვცდილობდი მოსწავლეები აქტიურად ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში. წყვილებში მუშაობის დროს მოსწავლეებმა კარგად შეძლეს ფოტოზე ორგანოების ამოცნობა და
შესაბამის რიცხვს მიუწერეს მისი სახელი თუ რას აღნიშნავდა ეს ციფრი. ვფიქრობ მოსწავლეებმა
წარმატებით გაართვეს ამ დავალებას თავი, ასევე კარგად იაქტიურეს გაკვეთილის ბოლოს გაკვეთილის
შჯამების მიზნით დასმულ კითხვებზეც.გაკვეთილის შჯამების და შედეგის უკეთ დანახვაში
დამეხმარა გაკვეთილის ბოლოს გამოყენებული აქტივობა „გასასვლელი ბილეთები“. გასასვლელი
ბილეთების განხილვისა და ზემოთ ნახსენები აქტივობების საფუძველზე ვთვლი, რომ მივაღწიე გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს.მოსწავლეებმა შეძლეს სმენის და წონასწორობის ორგანოს
აგებულებასა და ფუნქციებზე მსჯელობა. ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი ესადაგებოდა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის მთავარ პრინციპებს. საგაკვეთილო პროცესის დროს მე ვიყავი მიმართულების მიმცემი, მოსწავლეებს დასკვნები თავად გამოქონდათ. გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში გონებრივი იერიშის მეთოდით
ვცდილობდი ყველა მოსწავლე მაქსიმალურად ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნევ იმ ფაქტს, რომ გაკვეთილის მსვლელობის პროცესში ნაკლებად
ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას და ბოლოს ერთდროულად მომიხდა საუბარი როგორც განმავითარებელ
შეფასებაზე ასევე განმსაზღვრელ შეფასებაზე( რუბრიკების გამოყენებით)და შესაბამისად
შეფასების პროცესში ცოტა ვჩქარობდი. შემდეგი გაკვეთილებისათვის ამ
ფაქტს გავითვალისწინებ.
No comments:
Post a Comment