ნჯკკჯკლლ;კ

ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები

Thursday, June 22, 2017

გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაშ

გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაში
  ჩატარების თარიღი     4--05--2017
გაკვეთილის თემა
სხვა უხერხემლო ცხოველები.
გამოსაკითხი მასალა
უხერხემლო ცხოველები  ფეხსახსრიანები
სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო საფეხური. მეშვიდე კლასი
მასწავლებელი
დარეჯან ანთაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
14
განსაკუთრებული სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა.
არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტულობა
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დაკვირვების,
შედარების,ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა,  რაც შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებისა
და თანამშრომლობის საფუძველზე.
 მიზანი
მოსწავლემ შეძლოს: აღწეროს ცოცხალი სამყაროს სამეფოები. იმსჯელოს რბილტანიანებზე მათთვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით.
.
 შედეგი
ბუნ. 7მოსწავლეს შეუძლია გარეგნული ნიშნების მიხედვით სხვადასხვა უხეხემლო ცხოველები (მწერები ობობასნაირები მოლუსკები ჭიები) ერთმანეთისგან განასხვავოს .                                                                    ბუნ. 7 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
წინარე ცოდნა
მოსწავლეს მოეთხოვება დაახასიათოს მწერების, ობობასნაირების და კიბოსნაირების აგებულების თავისებურება და ცხოვრების ნირი.
შეფასება
 მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად და ჯგუფში ჩართულობის,ახალი და ძველი მასალის გააზრების,მონაცემების ორგანიზებისა და წარმოდგენის უნარებზე დაკვირვებით.
შეფასების ტიპი:განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
 მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი, დაფა,  ცარცი
გაკვეთილის მსვლელობა
1 ფაზა - „გამოწვევა“  - 17  წთ.
საორგანიზაციო საკითხი.         (2წთ)                                             აქტივობა 1.  საშინაო დავალების შემოწმება.                                               (3წთ)                               
აქტივობა 2. გამოსაკითხი ტექსტის თხრობა, პრეზენტაცია.                    (8წთ)             
აქტივობა 3. ფრონტ. კით. დასმა. „გონებრივი იერიშის“ გამოყენებით  მოსწავლეების ინდ.აქტივობის საფუძველზე გამოსაკითხი მასალის ერთობლივად განმტკიცება.    (4წთ) რატომ უწოდებენ ზოგიერთ უხერხემლოს ფეხსახსრიანებს? 2.რითია ფეხსახსრიანების სხეული გარედან დაფარული.3. რა არის პლაზმოდიუმი. 4.რა იწვევს მალარიის დაავადებას. 5.რამდენი ფეხი აქვთ მწერებს,ობობასნაირებს? 6.სად ინახავს შხამს ობობა? 7.რითი სუნთქავენ მწერები, ობობასნაირები, კიბოსნაირები?       
II ფაზა -„ შინაარსის რეალიზება“  - 21 წთ.
ახალი გაკ. თემის გაცნობა და კავშირი ძველ მასალასთან. მასწ. მინი ლექცია.                 (7წთ)                                                    
აქტივობა 4. წყვილებში  მუშაობა. ვენის დიაგრამის გამოყენებით ერთმანეთს შეადარონ ზღვის ვარსკვლავი და მედუზა, ჭიაყელა და მოლუსკი.                                                                   (6წთ)
აქტივობა 5.წყვილების მიერ თავიანთი ნამუშ. პრეზენტაცია.                  (4წთ)                                                                                
აქტივობა 6. გაკ.ირგლივ როგორც დაბალი, ასევე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით კითხვების დასმა.    (4წთ)                                რითი სუნთქავენ მოლუსკები? 2. რითი გადაადგილდებია მოლუსკები? 3. როგორ იჭერს მსხვერპლს რვაფეხა? 4. როგორ იცავს თავს მტაცებლებისგან?  5.როგორ გადაადგილდება ჭიაყელა? 6. როგორი სხეულის აგებულება გააჩნია მედუზას? 7. რითია დაფარული ზღვის ვარსკვლავის სხეული.                                                        
III ფაზა - „რეფლექსია“ 7 წთ.
საშინაო დავალების მიცემა.    (2წთ) შეისწავლონ სახელმძღვანელოში მოცემული პარაგრაფი თხრობით და შეასრულონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული სავარჯიშოები.
გაკვეთილის შეფასება/შეჯამება.     ( 5წთ)
რა გაიგეს, რა ვერ გაიგეს, რის გაგებას ისურვებდნენ.


No comments:

Post a Comment

ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარიში

  ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარისი წარმოგიდგენთ   2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგ...