ნჯკკჯკლლ;კ

ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები

Thursday, June 22, 2017

გაკვეთილის გეგმა ბიოლოგიაში

გაკვეთილის თემა
სმენის ორგანო. აგებულება და ფუნქციები. წონასწორობის ორგანო აგებულება და ფუნქციები.
გამოსაკითხი მასალა
მხედველობის ორგანოს აგებულება. მხედ რეცეპტორები, ახლომხედველობა და შორსმხედველ
სწავლების საფეხური,საგანი და კლასი
საბაზო საფეხური, ბიოლ ოგია მერვე კლასი
მასწავლებელი
დარეჯან ანთაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
8
განსაკუთრებული სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა.
არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტულობა
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დაკვირვების,
შედარების,ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა,  რაც შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებისა
და თანამშრომლობის საფუძველზე.
 მიზანი
მოსწავლემ შეძლოს: აღწერომენის ორგანოს აგებულება დაახასიათოს გარეთა,შუა და შიგნითა ყურის აგებულება და ფუნქცია. დაახასიათოს წონასწორობის ორგანოს (ვესტიბილარული აპარატის) მდებარეობა,აგებულება და ფუნქცია.
.
 სტანდარტის შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები
ბიო. VIII.6მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
ბიო. VIII.2 მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა.
 ბიო. VIII.4 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
წინარე ცოდნა
მოსწავლეს მოეთხოვება დაასახელოს გრძნობათა ორგანოები.დაახასიათოს თვალის ანატომიური აგებულება.განმარტოს თუ როგორ იცვლის ბროლი ფორმას საგნის მდებარეობის მიხედვით. რა არის ახლომხედველობის და შორსმხედველობის მიზეზი.რა განაპირობებს თვალის გუგის ზომის ცვლილებას.
შეფასება
 მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად და ჯგუფში ჩართულობის,ახალი და ძველი მასალის გააზრების,მონაცემების ორგანიზებისა და წარმოდგენის უნარებზე დაკვირვებით.
შეფასების ტიპი:განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
 მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი, დაფა,  ცარცი, კომპიუტერი
გაკვეთილის მსვლელობა
1 ფაზა - „გამოწვევა“  - 17  წთ.
საორგანიზაციო საკითხი.         (2წთ)                                             აქტივობა 1.  საშინაო დავალების შემოწმება.                                               (3წთ)                               
აქტივობა 2. გამოსაკითხი ტექსტის ჯაჭვური  თხრობა, პრეზენტაცია.                    (8წთ)             
აქტივობა 3. ფრონტ. კით. დასმა. „გონებრივი იერიშის“ გამოყენებით  მოსწავლეების ინდ.აქტივობის საფუძველზე გამოსაკითხი მასალის ერთობლივად განმტკიცება.    (4წთ)
1.რითია თვალი გარედან დაფარული,რა არის რქოვანა? 2.რა ჰქვია მხედველობის რეცეპტორებს და სად არიან ისინი განლაგებული? 3. რა არის აკომოდაცია? 4. რა უზრუნველყოფს ბროლის ფორმის ცვლილებას? 5.რა ფუნქციას ასრულებენ ირგვლივი და განივი კუნთები? 6.ნახევარსფეროების რომელ უბანშია მხედველობის ზონა?      
II ფაზა -„ შინაარსის რეალიზება“  - 21 წთ.
ახალი გაკ. თემის გაცნობა და კავშირი ძველ მასალასთან. მასწ. მინი ლექცია.                 (5წთ)
აქტივობა.4 ვიდეოს ჩვენება „ყურის აგებულება“                                                                                                                            (                                                                    (5წთ)                                                            
აქტივობა 5. ჯგუფური მუშაობა: მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად და ვთხოვ ყურადღებით წაიკითხონ ტექსტი.ერთი ჯგუფი ახასიათებს ყურის აგებულებას მეორე კი წონასორობის ორგანოს                                                        (5 წთ)
აქტივობა 6.ჯგუფების მიერ თავიანთი ნამუშევრების     პრეზენტაცია.                  (3 წთ)                                                                                
აქტივობა 7. გაკ.ირგლივ როგორც დაბალი, ასევე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით კითხვების დასმა.                              (5 წთ)
1.აგებულების მიხედვით რამდენ ნაწილად იყოფა ადამიანის ყური?
2. .რა აკავშირებს ყურს ცხვირხახასთან?                   3. რომელი ძვლებია ყურში?
4.რა არის ლოკოკინა?
5.რატომ არის ლოკოკინას სიმები სხვადასხვა ზომის?
6.რას  ეწოდება ოტოლითები და რა ფუნქციას ასრულებენ ისინი?
7. რა ფუნქცია აქვს ვესტიბულარულ აპარატს?                                                         
III ფაზა - „რეფლექსია“ 5 წთ.
საშინაო დავალების მიცემა.    (2წთ) შეისწავლონ სახელმძღვანელოში მოცემული პარაგრაფი თხრობით და შეასრულონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული სავარჯიშოები.
გაკვეთილის შეფასება/შეჯამება.     ( 3წთ)
რა გაიგეს, რა ვერ გაიგეს, რის გაგებას ისურვებდნენ.



No comments:

Post a Comment

ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარიში

  ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარისი წარმოგიდგენთ   2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგ...