ნჯკკჯკლლ;კ

ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები

Thursday, June 22, 2017

გაკვეთილის გეგმა ბუნებაში

გაკვეთილის გეგმა ბუნებაში
       ჩატარების თარიღი   5—05--2017
გაკვეთილის თემა
აღდგენადი და აღუდგენელი ბუნებრივი რესურსები
გამოსაკითხი მასალა
ბუნებრივი რესურსები
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური მეხუთე კლასი
მასწავლებელი
დარეჯან ანთაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
10
განსაკუთრებული სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა.
არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტულობა
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დაკვირვების,
შედარების,ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა,  რაც შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებისა
და თანამშრომლობის საფუძველზე.
 მიზანი
მოსწავლემ შეძლოს:
·         ამოიცნოს და დააჯგუფოს აღდგენადი და აღუდგენელი ბუნებრივი რესურსები. მოიძიოს ინფორმაცია საკუთარი მხარის ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ. ცხრილის სახით წარმოადგინოს საკუთარი ოჯახის მიერ მოხმარებულუ ბუნებრივი რესურსები.
 შედეგი
ბუნ 5. მოსწავლეს შეუძლია გარემოს დაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.                                                                   ბუნ 5. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
  ე.ს.გ. სტანდარტი
·         ამოიცნობს და აჯგუფებს აღდგენად და არააღდგენად ბუნებრივ რესურსებს;
·         მსჯელობს ნარჩენების ბუნებაში დატოვების შედეგებზე;
·         საუბრობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენების გზებსა და მათ მნიშვნელობაზე ბუნ. რესურ. დაზოგვაში;
·         აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში;
წინარე ცოდნა
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ბუნებრივი რესურსები,განსაზღვროს თუ როგორ იცვლება გარემო ბუნებრივი რესურსების მოპოვების შედეგად.
შეფასება
 მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად და ჯგუფში ჩართულობის,ახალი და ძველი მასალის გააზრების,მონაცემების ორგანიზებისა და წარმოდგენის უნარებზე დაკვირვებით.
შეფასების ტიპი:განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
 მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი, დაფა,  ცარცი
1 ფაზა - „გამოწვევა“  - 12  წთ.
საორგანიზაციო საკითხი.         (2წთ)                                             აქტივობა 1.  საშინაო დავალების შემოწმება.                                               (6წთ)                                      
აქტივობა 2. ფრონტ. კით. დასმა. „გონებრივი იერიშის“ გამოყენებით  მოსწავლეების ინდ.აქტივობის საფუძველზე გამოსაკითხი მასალის ერთობლივად განმტკიცება.             (4წთ)                           1.რისთვის იყენებს ადამიანი ქვიშასა და თიხას?       2.  რისგან ამზადებენ კაუჩოკს და რა ნ ივთების დამზადებაა შესაძლებელი მისგან.                                                   3. საიდან მოიპოვებენ სუფრის მარილს?                         4. რომელი აირების ნარევია ჰაერი?                                  5. რატომ ამზადებენ დანა-ჩანგალსა და მაკრატლებს ფოლადისგან                                                                       6კიდევ რისთვის იყენებენ ლითონებს?                          7 ,სად გამომუშავდება დედამიწა ჟანგბადის უდი ნა       
II ფაზა -„ შინაარსის რეალიზება“  - 28წთ.
ახალი გაკ. თემის გაცნობა და კავშირი ძველ მასალასთან. მასწ. მინი ლექცია.                 (7წთ)                                                    
აქტივობა 3. წყვილებში  მუშაობა.                 (4 წთ)   მოსწავლის წიგნში მოცემულისავარჯიშო                                მოიფიქრე!                                                                                                                  
აქტივობა 4.წყვილების მიერ თავიანთი ნამუშ. პრეზენტაცია.                                                   (3წთ)                                     
აქტივობა 5.   დამოუკიდებელი  სამუშაო   (4 წთ)                                                                      შეამოწმე  შენი  ცოდნა     
აქტივობა  6. მოსწავლეების მიერ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია                                (3 წთ)                                                                           
აქტივობა 7. ჯგუფური მუშაობა
წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ბუნებრივი რესურსები და დააჯგუფე ისინი აღდგენად და აღუდგენელ რესურსებად.                            (  5 წთ )
ჯგუფების მიერ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია                                                      ( 2 წთ)                                III ფაზა - „რეფლექსია“ 5 წთ.                                                              
 გაკ.ირგლივ როგორც დაბალი, ასევე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით კითხვების დასმა.                                               (3 წთ)                               
საშინაო დავალების მიცემა.                                (2წთ)                         შეისწავლონ სახელმძღვანელოში მოცემული პარაგრაფი თხრობით და შეასრულონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული  დავაალება.


No comments:

Post a Comment

ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარიში

  ბიოლოგიის მასწავლებლის პირველი სემესტრის ანგარისი წარმოგიდგენთ   2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგ...